"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა დააკავეს. შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მან კომპანია "სითი პარკის" ოფისთან კომპანიის საევაკუაციო ავტომანქანებს ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა. სანამ გუნავას საპატრულო პოლიცია დააპატიმრებდა, მან პატრულს მოუწოდა შეემოწმებინათ "სითი პარკის" საქმიანობა და აღმოაჩენდნენ, რომ ის უკანონოა.
საპატრულო პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ბეჟან გუნავა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაიყვანა.