ე.წ. კორტების საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება.
ეს ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და რიგითი სპეცრაზმელების საქმის ცალკე გაყოფის შემდეგ სპეცრაზმელების პირველი სხდომაა. ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 11 პირია დაკავებული. ყოფილ და მოქმედ ყველა თანამშრომელს იდენტური ბრალდება აქვს წარდგენილი, ლევან ბეროძის გარდა. მათ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. ბეროძეს კი - მტკიცებულების გაყალბებაში ადანაშაულებენ.