ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ხმაურია. სასამართლო დარბაზში სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილმა უფროსმა კახა ნაკანმა ბუტა რობაქიძის მამას სოსო რობაქიძეს შეაგინა, რასაც ხმაური მოჰყვა.
ასევე შეურაცხმყოფელი სირტყვები ისმოდა სოსო რობაქიძის მიმართ ბრალდებულების ახლობლების მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ რობაქიძის მხროდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას.
მანდატურმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს და რობაქიძე დარბაზიდან გაიყვანეს.
მოსამართლემ ბრალდებულს შენიშვნა მისცა და განუმარტა, რომ თუკი, ადგილი ექნება პროვოკაციას მის მიმართ, მან უნდა მიმართოს მანდატურებს ან თავის ადვოკატს, ხოლო საპასუხოდ შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევაში, მოსამართლე მას დარბაზიდან გააძევებს.
საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლოში მიდის მსჯელობა ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების ეპიზოდებზე, მათ შორის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას და სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსის კახა ნაკანის საქმეზე.