,,ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე და "თავისუფალი ზონის" წევრი ბესიკ ქათამაძე პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს .
ისინი ქალაქ ოზურგეთში გურიის გუბერნატორის პლაკატების გაკვრის დროს დააკავეს, რომელზეც აღბეჭდილი იყო რეგიონის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე, წარწერით -"მოარიდეთ ბავშვებს".
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, დაკავებულები ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებიან. მათივე ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლით იყვნენ დაკავებული, რაც თვითმმართველი ერთეულებისთვის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას ითვალსიწინებს.