დაკავებული ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,თავისუფალი ზონის” წევრები არსად არ გამქრალან და ოზურგეთის პოლიციაში იმყოფებიან. ამის შესახებ, ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,თავისუფალი ზონის” წარმომადგენლები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსის 150-ე მუხლით არიან დაკავებული, რაც თვითმმართველი ერთეულებისთვის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ჯარიმას ითვალსიწინებს. როგორც საგამოძიებო უწყებაში განმარტავენ ამ დროისთვის პოლიციაში შესაბამის ოქმები ფორმება, რომელიც შემდეგ სასამარლოს გადაეცემა და მოსამართლე დაკავებულებთან დაკავშირებით გადაწვეტილებას თავად მიიღებს.
ოზურგეთში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და "თავისუფალი ზონის" წევრები დააკავეს. დაკავება მაშინ მოხდა როცა ქუჩებში ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის გამოსახულებიან პოსტერებს აკრავდნენ, რომელზეც ეწერა "მოარიდეთ ბავშვები." დაკავებულები არიან დავით მჟავანაძე და ბესო ქათამაძე.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში აცხადებენ, რომ დაკავებულები გაიტაცეს და არ იციან მათი ადგილსამყოფელი.