უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ლარის კურსის დაცემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას ფინანსთა მინისტრი სებ-ს ურჩევს,
ნოდარ ხადური განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესებს კავშირი არ აქვს საბიუჯეტო სახრსრების აუთვისებლობასთან.
"ჯობია, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთოს განცხადება, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მონეტარულ პოლიტიკას განმსაზღვრავს ეროვნული ბანკი. შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, თუ ბიუჯეტი გაუხარჯავია მით უმეტეს ვერ გააუფასურებდა ლარს, მაგრამ ბიუჯეტი სრულდება გეგმის მიხედვით და არანაირ ზედმეტ ხარჯებს ადგილი არ აქვს. შესაბამისად ბიუჯეტის გავლენა ლარის კურსზე არის ნული ტოლი",- აცხადებს ფინანსთა მინისტრი.