3 წლის ბავშვი, რომელიც ფონიჭალაში, ნანგრევებიდან ცოცხალი, კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, კლინიკაში გადაიყვანეს.
პატარა თაიას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბავშვი კონტაქტურია და მას ამ წუთებში მაღალტექნოლოგიური კვლევები უტარდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა თქვა, "ბავში მეორე და მესამე სართულებს შორის, ნანგრევებში იპოვეს - მაშველები ტერიტორიას ამოწმებენ".
ამ დროისთვის, ნანგრევებში კიდევ რჩება 6 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.