პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ჩინეთში გამართული შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მეგობარი უწოდა.
„ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან“, -დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე.
ტრამპმა პუტინს „მეგობარი“ ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში შეხვედრისას უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დარბაზში შესვლისას, პუტინზე მიუთითა და თქვა: „ვინ არის ის? ის ჩემი მეგობარია“.
ტუსკის გარდა, ტრამპის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ პუტინის მეგობრად მოხსენიება და მასთან მეგობრული მისალმება პოლონეთში გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.