2015 წლის იანვარში ლატვიაში საქართველოს სამთავრობო გუნდის ვიზიტი იგეგმება. როგორც ლატვიის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოსა და ლატვიის ბიზნესწრეებს შორის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს.
"იანვრის დასაწყისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ეწვევა ლატვიას და ჩვენ პროცესის გაღრმავებას დავაჩქარებთ",- აღნიშნა ლატვიის პრეზიდენტმა. მანვე ქართველ მეწარმეებს ლატვიაში ინვესტირებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ლატვიის მთავრობა მათ ყველაფერში დაეხმარება და გადაუჭრის ყველა იმ პრობლემას, რაც კი რეგულაციების მხრივ შესაძლოა წამოიჭრას.