BlackBerry Passport-ზე გადასვლისთვის iPhone-ის მფლობელებს 550 დოლარს სთავაზობენ. გაცვლითი პროგრამა მხოლოდ აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე ვრცელდება და აქცია 2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2015 წლის 13 თებერვლამდე გაგრძელდება. აქციის ფარგლებში BlackBerry Passport-ზე იცვლება iPhone 4s, 5, 5c, 5s და 6. ანუ რეალურად აბარებ iPhone-ს და იღებ 400 დოლარს, ამას ემატება საჩუქრად 150 დოლარის ღირებულების BlackBerry-ის სასაჩუქრე ბარათი.
თუმცა იმისათვის, რომ აქციაში ჩაერთო Passport-ი საიტ ShopBlackBerry.com -დან ან ინტერნეტ მაღაზია Amazon-დან უნდა იყიდო.
BlackBerry Passport-ს 4,5-დიუმის მქონე ეკრანი და ოთხ ბირთვიანი პროცესორი აქვს.