2014 წლის ოქტომბერში 2013 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 3,4 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით,
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 7,8 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 2,37 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (35,6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (10,8 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (8,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-4,7 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 5,6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,61 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (10,6 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (3,3 პროცენტი).