რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამომავლო ურთიერთობების პრინციპები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანების შესრულების შემდეგ განისაზღვრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით განსაზღვრავს მოსკოვი კიევთან ურთიერთობებს ომის დასრულების შემდეგ.
„ეს ამჟამად ძალიან თეორიული შეკითხვაა... „პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვაგვაროთ პრობლემა და დავაფიქსიროთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინაშე არსებული ამოცანების შესრულება.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია ამის გაკეთება პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით და სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება იმ პირობებში, როდესაც ეს საშუალებები შეუძლებელი გახდა, როდესაც დიალოგის ყველა წინადადება უარყოფილია - როგორც თავად უკრაინის, ასევე დასავლელების მიერ“, - აღნიშნა პესკოვმა.