აშშ-ის დენვერის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე ცეცხლმოდებული თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ტოვებენ მგზავრები თვითმფრინავს, რომლის მარცხენა შასს ცეცხლი გაუჩნდა.
„დენვერის საერთაშორისო აეროპორტის საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა და დენვერის სახანძრო დეპარტამენტმა რეაგირება მოახდინეს American Airlines-ის რეისის (AA3023, დენვერი - მაიამი) ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე მომხდარ შემთხვევაზე. ნორტზე მყოფმა ყველა მგზავრმა თვითმფრინავი უკვე დატოვა“, - დაწერა აეროპორტის ადმინისტრაციამ X-ში.