ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოდან სარჩელი მიუტანეს, საიდანაც ირკვევა, რომ თეა წულუკიანი სხვა მოსარჩელეებტან ერთად მისგან პოსტის წაშლის და ბოდიშის მოხდის დავალდებულებას ითხოვს.
"ესე იგი მომიტანეს საქალაქო სასამართლოდან ორი საქმე, ორი სარჩელი.
მოსარჩელე ავთანდილ წულუკიანის, აწ გარდაცვლილი, მემკვიდრეები: თეა წულუკიანი, გიული შანიძე, ბათუ ავთანდილ წულუკიანი და თეა წულუკიანი. ანუ მოსარჩელეები არიან და რას ითხოვს ახლა თეა წულუკიანი.
დავის საგანი - სოციალურ ქსელში, facebook-ში გამოქვეყნებული პოსტის მეშვეობით მოპასუხე ნანუკა (ნანა) ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებული ცნობების, როგორც ცილისმწამებლური, სახელისა და ღირსების შემლახველის უარყოფის დავალდებულება, მოცემული პოსტის სოციალური ქსელიდან წაშლა, მოსარჩელეების და მათი ოჯახებისთვის ბოდიშის მოხდა. ესე იგი, ეს არის ერთი ანუ წულუკიანი მიჩივის. თეა წულუკიანმა გამომიგზავნა, ორი ეტყობა შეცდომა მოუვიდათ, ადვოკატი ნახავს.
10 დღის ვადაში ჩვენ ამას ვუპასუხებთ. მოკლედ რომ იცოდეთ ჩემი და თეა წულუკიანის სასამართლო პროცესი და ღია პაექრობა და ქიშპობა გახსნილად გამომიცხადებია, არ მოგაწყენთ" - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი და სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, თეა წულუკიანი ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის უჩივის.