საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს ირონიულად ეხმიანება შალვა პაპუაშვილი და სოციალუ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, "სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის".
"არც ესენი იყვნენ ვენეციელი კარტოგრაფები, და არც ისინი - სწავლას მოწყურებული ეგვიპტელი სტუდენტები.
ის, რასაც ამ დღეებში საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის", - წერს პაპუაშვილი.
საფრანგეთი რამდენიმე დღეა მასობრივმა საპროტესტო დემონსტრაციებმა მოიცვა. მოქალაქეები ცხოვრების ხარისხის ვარდნას აპროტესტებენ. მასშტაბური საპროტესტო გაიმართა პარიზსა და საფრანგეთის უმსხვილეს ქალაქებში. გავრცელებულ ცნობით, საპროტესტო აქციებზე მონაწილეოთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. დემონსტრაციები ხშირად გადაიზრდება პოლიციასთან დაპირისპირებასა და ვანდალიზმში.