პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინსიტრის პირველ მოადგილედ დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირვე-ლი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა კახიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ 2014 წლის 7 ოქტომბრიდან", _ნათქვამია პრემიერის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
თავად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი პირველ მოადგილეს კახა კახიშვილს ოფიციალურად 17:00 საათზე წარადგენს.
კახა კახიშვილს ამ დრომდე ,,არჩევნებისა და პოლიტიკური კვლევის ცენტრის" დირექტორის თანამდებობა ეკავა.