მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.
ყოფილ პრემიერს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია. მახათას მთაზე ელოდებიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს რომელმაც ღვთისმშობლის პარაკლის უნდა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 13 მაისს მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარში პირველი წირვა აღევლინება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 7:00 საათიდან მახათას მიმართულებით ვარდების რევოლუციის მოედნიდან, ხუდადოვის ქუჩის დასაწყისიდან და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან უფასო ავტობუსები მოძრაობენ.
მახათაზე დაბრძანებული იქნება ამერიკიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმომქმედი, მირონმდინარე ხატი და მრევლს მთელი დღის განმავლობაში ხატთან მიახლების საშუალება მიეცემა.