დღეს, 6 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) წარმომადგენლები ესტუმრებიან. ესტონელი სტუმრები ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნობენ ესტონეთსა და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ესტონეთში. აღნიშნულ უნივერსიტეტში ამჟამად 70 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
სტუმრები სტუ-ის სტუდენტებს წარუდგენენ საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამებს ინგლისურ ენაზე (23 პროგრამა). პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინჟინერინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებს.