მიმდინარე წლის 18 აპრილს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გურჯაანის იუსტიციის სახლის დაზიანების შესახებ. შენობაზე მინა დაზიანდა და მუყაოს ქაღალდი გააკრეს. საზოგადოებას კარგად ახსოვს გაჩერებული თბილისის იუსტიციის სახლი, რომელმაც 5 თვიანი პაუზის შემდეგ 2014 წლის 7 აპრილს განაახლა მოქალაქეების მიღება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ფაქტების გარდა საზოგადოებას ასევე ახსოვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ახლად გადახურული საცხოვრებელი სახლების, ბათუმის ახალი ბულვარის, ქუთაისი პარლამენტის და მრავალი სხვა შემთხვევები, რომელმაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხეს მოქალაქეთა სიცოცხლეს.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტები მოკვლევის დაწყების საკმარის საფუძველს იძლევა. „იქ სადაც, ადამიანები მუშაობენ ან ცხოვრობენ მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები, რეალობა სამწუხაროდ გვიჩვენებს, რომ ნაგებობების მონტაჟის დროს დაშვებულია შეცდომები და მშენებლობის დაწყებამდე პროექტებში არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი სეისმოლოგიური და კლიმატური თავისებურებები, რამაც შესაძლებელია ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე შეიწიროს" - აცხადებს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ მაღალდაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება" მიმართავს საქართველოს მთავრობას, აღადგინოს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველო, რომელიც როგორც ცნობილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროცესში გაუქმდა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ სამმართველო უნდა დაკომპლექტდეს როგორც ადგილობრივი კადრებით, ასევე უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტებით. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს ექსპერტთა ის ქმედითი გუნდი, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სტანდარტებით აგებული შენობების კვლევას, მთავრობამ უნდა იზრუნოს კადრების ამ კუთხით გადამზადებაზე. აქვე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ დაიწყოს ახლად აშენებული საცხოვრებელი სახლების სავალდებულო ექსპერტიზა.
მასალის გამოყენების პირობები