საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად საჯარო დებატებს განაგრძობს.
დღეს, 25 აპრილს, 17:00 საათზე, რიგით მესამე დებატები ადამიანის უფლებებზე შრომის უსაფრთხოების საკითხს შეეხება. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შრომის უსაფრთხოებაზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდებიან მომხსენებლები: შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი დავით ივანიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციიდან მიხეილ კორძახია, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე.
საჯარო დებატებს მოდერატორობას საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი ია თიკანაძე გაუწევს.
შეხვედრა მხარდაჭერილია ევროკავშირის პროექტის მიერ „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა".
დებატები აქტუალურ თემებზე ყოველი თვის ბოლო პარასკევს იმართება.
მასალის გამოყენების პირობები