შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ელ მაისს,  მსვლელობა გაიმართება. 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს , მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყება და საქართველოს პარლამენტამდე გაგრძელდება. 
"გვინდა 1-ელი მაისი იყოს დასაწყისი იმ ბრძოლის, რომელსაც ერქმევა მშრომელი ადამიანების გათავისუფლება იმ ჩაგრული და მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი არიან", - აცხადებენ ორგანიზატორები. 
აქციას ორგანიზებას "ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები", "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", "თანასწორობის ფონდი", საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები უწევენ.