ხვალ, 23 აპრილს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Holiday Inn", თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებლები და ორგანიზატორები თაკო ჩხეიძე, მარიამ ყუბუსიძე და სოფიო მამარდაშვილი გამართავენ პრესკონფერენციას. საუბარი იქნება ყველა იმ სიახლეზე, რასაც ერთწლიანი შესვენების შემდეგ უმზადებენ რიგით მე-9 თბილისის მოდის კვირეულის სტუმრებს.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან ღონისძიების სპონსორები: იმიჯაკადემია „ნატალის" დამფუძნებელი, ნატალი თოლორაია და სავაჭრო სახლ „გოლეთიანის" მარკეტინგის მარკეტინგის დირექტორი დავით ქართველიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები