აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში არსებული 7 სასაფლოს მიმართულებით 20-21 აპრილს 08:00 - 19:00 საათამდე 8 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება.
სულ აღნიშნულ მარშრუტებზე  თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. 
ასევე აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე,  
მგზავრების გადაყვანა  განხორციელდება უფასოდ.