დღეს, 16  აპრილს 15:00 საათზე თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილისა და დეპუტატების უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საკრებულოდან აცნობეს შეხვედრას ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მხარეები შეხვედრაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს განიხილავენ,  ასევე იმსჯელებენ დედაქალაქში საგანგეო ვითარების მართვაზე, გარემოს დაცვით სამუშაოებსა და თბილისის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხებზე.