დღეს, 21 მარტს, 10:00 საათზე,მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წითელ ხიდზე, სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოში გაიმართება.
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სასაზღვრო პოლიციის დირექტორი ზურაბ გამეზარდაშვილი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს პირადად მიულოცავენ.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები და მესაზღვრეების დაჯილდოვებას დაესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები: საქართველოს შსს-ს, აშშ-ს საელჩოს, ავსტრიის შინაგან საქმეთა
სამინისტროს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების ფონდის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, საფრანგეთის, თურქეთის, ლატვიისა და უკრაინის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები.