ღამით, ბათუმის სანაპიროზე შტორმია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების განცხადებით, 5-ბალიანი ღელვა 24:00 საათიდან დაიწყება და ხვალ ერთი ბალით მოიმატებს. იქროლებს ქარი 10-15 მ/წმ.
პრევენციის მიზნით, რეიდებიდან პორტში შემოიყვანენ გემებს.
სამაშველო სამსახური აფრთხილებს მოქალაქეებს, მოერიდონ სანაპირო ზოლში შტორმის დროს გასვლას.