საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება. როგორც ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას განმარტა მას დიდი ხანია სურდა მათთან შეხვედრა და ბედნიერია, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა.
,, პრემიერ-მინისტრის რანგში ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა თქვენთან_ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან. მიმაჩნია, რომ თქვენთან შეხვედრა ყველა ქვეყანაში, ყველა დროში, ყველა ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და ანგარიშგასაწევია", _მიმართა პრემიერმა სტუდენტებს.