ნიუ-იორკში მომხდარი აფეთქებისას საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ, ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.
გენერალური კონსულის განცხადებით, მათ ნიუ-იორკის სპეციალურ სამსახურთან მუდმივი კონტაქტი აქვთ და ინფორმაცია სისტემატურად მოწმდება.
,, საკონსულოში საქართველოს მოქალაქეებს არ მოუმართავთ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მომხდარი ტრაგედიის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არც დაღუპულა, არც დაშავებულა", _განაცხადა ,,რუსთავი-2"-თან საუბარში საქართველოს გენერალურმა კონსულმა აშშ-ში დიანა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდავლილთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. 9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. აფეთქების შედეგად 63 მოქალაქე დაშავდა. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.