სოფელ ღურტაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით აჭარის ხელისუფლებასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მოლაპარაკებები შეთანხმების დეტალებზე, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაიმართება.
მოლაპარაკებებში აქტიურად არის ჩართული მესამე სექტორი. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ორგანიზაცია სპეციალურ მემორანდუმს ამზადებს, რომელიც უთანხმოებიდან გამოსავალი იქნება.
ორივე მხარეს საია მემორანდუმს უახლოეს დღეებში წარუდგენს და საბოლოო ვერსიის შეჯერების შემდეგ შეთანხმებას სწორედ მემორანდუმის სახე მიეცემა.
ხოლო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს გაიმართება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" ინიციატივით გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები