საქართველოში მომდევნო კვირის ბოლომდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ განაცხადა წვიმიანი ამინდი განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შენარჩუნდება, მაღალ მთაში კი მოსლოდნელია ნალექი თოვლის სახით.
,, საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში იქროლებს დასავლეთი ქარი. წვიმიანი ამინდი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოდო გვაზავამ.
მისივე განმარტებით, დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ, 10 მარტს ტემპერატურა 23 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერი 16-17 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 11-17 გრადუსამდე შენარჩუნდება.