25 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები, ტაბახმელაში დაღუპული იუნკერების მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.
როგორც ორგანიზატორებმა „ჯი-ეიჩ-ენს" აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მოქალაქეს. შეკრება ვარდების მოედანზე 18:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო 19:00 საათზე კოლონა გეზს დაღუპული იუნკერების მემორიალიკენ აიღებს.
სატრანსპორტო საშუალებას ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.