გვიან ღამით, უკრაინაში დაღუპული ზურაბ ხურცია სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცხედარს ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ და გარდაცვლილი სენაკში გადაასვენეს.
ახლობლების განცხადებით, ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, თუმცა ოჯახისთვის დასკვნა, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
51 წლის ზურაბ ხურცია კიევში 18 თებერვალს დაღუპული მერტოსადგურ "ხრეშატნიკთან" იპოვეს. ის ბოლო ორი წლის განმავლობაში კიევში იმყოფებოდა და კერძო ბიზნესით იყო დაკავებული.
ხურცია აფხაზეთიდან დევნილი იყო და მისი ოჯახი სენაკში ცხოვრობს.
ხურციას სენაკში 25 თებერვალს დაკრძალავენ.
მასალის გამოყენების პირობები