ექიმი ლადო გაბაშვილი ექიმებს მიმართავს შეიკრიონ და კიევში ჩავიდნენ უკარინელი ექიმებსა და ხალხის დასახმარებლად:
„კოლეგებო, ექიმებო, მოგმართავთ ყველას ვისაც ლანცეტი ხელში გჭერიათ,ვისთვისაც გაჭირვებულის დახმარება სისხლში, ხორცში და ცხოვრების წესში გაქვთ ! ჩვენი ძმების სისხლი იღვრება! ქუჩაში დაჭრილი კაცები, მოხუცები, ქალები და ბავშვები მოუვლელად, მიუხედავად რჩებიან ! საავადმყოფოებში ფიზიკური ძალა აღარ ყოფნით! ერთ ექიმზე 30-მდე დაზიანება მოდის ! შემეხმიანეთ, მომწერეთ, შევადგინოთ სია, მივმართოთ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს გაგვიწიონ შუამდგომლობა, დაგვეხმარონ, რომ ჩვენ დავეხმაროთ ამ ამაყ ხალხს ! ჩვენ გვინდა წავიდეთ მხოლოდ ჰუმანური მისიით, როგორც ექიმები ! ეს იქნება ჩვენი, როგორც ექიმური, ადამიანური ვალი, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მეგობრული, ჰუმანური, ევროპული ნაბიჯი ! წინასწარ გიხდით მადლობას ყველას, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურება", - ნათქვამია ექიმი ლადო გაბაშვილის განცხადებაში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.