დღეს, 21 თებერვალს, საქართველოში გიდის საერთაშორისო დღე აღნიშნება. საქართველოს გიდების ასოციაცია (გაგ) საერთაშორისო გიდების ასოციაციის წევრია ის 2010 წლის 21 თებერვალს დაარსდა. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს გიდების ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრ ორგანიზაციებთან და ტურისტული გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციასთან.
ასოციაცია ახორციელებს პროექტებსა და ხელს უწყობს გიდის პროფესიის პოპულარიზაციას.