ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეებს პენსიები შეუჩერდათ.ამხანაგობების თავმჯდომარეების განცხადებით მათ შრომის, ჯანმრთელობის დასოციალური დაცვის სამინისტრომ პენსია მას შემდეგ შეუჩერა, რაც ნაძალადევის რაიონის გამგეობიდან ფულადი წახალისება მიიღეს.
ნაძალადევის გამგებელივახტან ბალავაძე პენსიონერებს შეხვდა და პრობლემის მოგვარებაში დახმარებასდაპირდა.
პენსიონერები გამგეობიდან მიიღებენ სპეციალურ ცნობებს სადაც აღნიშნული იქნება, რომ ისინი არ არიან გამგეობის თანამშრომლები და ჩარიცხული თანხა არის წახალისება და არა ხელფასი.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავჯდომარეობა არ არის სამსახური. ეს ადამიანები ზრუნავენ საკუთარი და
მეზობლების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. წახალისებას კანონი არკრძალავს. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს ნუ უზღუდავენ პენსიონერებს კუთვნილი, ისედაც მცირე პენსიის მიღებას." - აღნიშნა ვახტანგ ბალავაძემ.