პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში სამუშაო ვიზიტით გასამგზავრებელი დელეგაციის ნუსხა დაამტკიცა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილის №09 ბრძანებიდან ირკვევა, მასთან ერთად დავოსში, ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი :გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაიადა ასევე შპს ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 22-25 იანვარს გაიმართება და ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, როგორც ცალმხრივ ასევე მრავალმხრივ შეხვედრებში.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ამჱამად უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრო, რომელიც ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვითაც გამოვიდა
ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ენერგო სექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.
„ცენტრალური აზია მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ისტორიულად ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში. გამომდინარე იქედან თუ რა წვლილის შეტანის პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. ცენტრალურ აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესბულნი არიან როგორც აზიის ასევე ევროპის ქვეყნებიც," - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მან განმარტა, საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არამარტო დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრასნპორტისა და ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს. ამას თან ერთვის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.
„საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზის, რომელიც აკავშირებს მზარდ ვროპისა და აზიის ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა ყველა რეგიონის წევრისათვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები