რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკაში ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც ტურისტები იმყოფებოდნენ, სახლს დაეჯახა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვერტმფრენი ყარაბუდახკენტის რაიონში, სოფელ აჩი-სუს მახლობლად ჩამოვარდა.
ბორტზე შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ვერტმფრენი ქალაქ იზბერბაშისკენ მიემართებოდა.
ვარდნის დროს, მან კერძო სახლი დააზიანა, სადაც იმ დროს არავინ იმყოფებოდა.