აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთლობის დაცვის განახლებული რესპუბლიკური ცენტრი მოინახულა. ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და პარლამენტის წევრები. დღესვე მთავრობის წევრებმა ბათუმის ონკოლოგიური ცენტრიც მოინახულეს.
„ჩვენ მოვახერხეთ და გადავჭერით წინა ხელისუფლებისგან პრობლემად დარჩენილი საკითხი, რომლის გადაჭრის შემდეგაც ბათუმის სამშობიარო სახლის ისტორიული შენობა გადავარჩინეთ გაყიდვას, თანამშრომლები უმუშევრად დარჩენას და ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრი განახლდა არა მარტო ტექნიკურად არამედ გადამზადდა მედპერსონალითაც"-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის დათვალიერების შემდეგ.
ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრის ბავშვთა სამსახური 2013 წლიდან ფუნქციონირებს რეაბილიტირებულ შენობაში, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს სამედიცინო სამსახურის მოწყობის თანამედროვე სტანდარტებს როგორც სამედიცინო მომსახურების დონით, ასევე განახლებული ინფრასტრუქტურით.
მასალის გამოყენების პირობები