სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა: ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით ყველა - 2005-ვე საარჩევნო უბანი დაიხურა, მათ შორის 9 - პენიტენციურ დაწესებულებებში. ამ დროიდან ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათისთვის, 2 503 976 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 224 957 მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 48,92%-ს შეადგენს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქტივობის მონაცემებს ყოველ სამ საათში აქვეყნებს, ხოლო საბოლოო მონაცემები საარჩევნო უბნების დახურვის მდგომარეობით 21:00 საათზე გასაჯაროვდება.