დღეს, 24 თებერვალს, ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაცია გერმანიიდან დაბრუნდება.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, ქართულმა დელეგაციამ გერმანიის მთავრობის საგანგებო მიწვევით ბერლინში შეხვედრები გამართა.
შეხვედრები გაიმართა ბუნდესტაგში, გერმანიის საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში. საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებზე საერთაშორისო ფონდებშიც იმსჯელეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელი შოთა მალაშხია, შიდა ქართლსა და სამეგრელოს რეგიონებში პრეზიდენტის რწმუნებულები ლადო ვარძელაშვილი და ზაზა გოროზია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი თინათინ ბაუმი.