ირანის სახელმწიფო რადიოსა და ტელევიზიის შენობაზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორამდე გაიზარდა. ინფორმაციას CNN ირანული მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს შენობაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, დაიღუპნენ საინფორმაციო განყოფილების მთავარი რედაქტორი და სამდივნოს თანამშრომელი“, - ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ისრაელმა ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობა დაბომბა, რომელიც თეირანში მდებარეობს.