ორშაბათს, გვიან ღამით, კანადიდან გამგზავრებისას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისმა კოლეგამ შეცდომით ივარაუდა, რომ ის ვაშინგტონში „ცეცხლის შეწყვეტაზე“ სამუშაოდ ბრუნდება.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც პოპულარობას ეძებს, არასწორად თქვა, რომ მე დავტოვე კანადის G7-ის სამიტი, რათა ვაშინგტონში დავბრუნებულიყავი და ისრაელსა და ირანს შორის „ცეცხლის შეწყვეტის“ შეთანხმებაზე მემუშავა, ეს არასწორია. მას წარმოდგენა არ აქვს, რატომ მივდივარ ახლა ვაშინგტონში, მაგრამ ამას ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ცეცხლის შეწყვეტასთან. განზრახ თუ უნებლიედ, ემანუელი ყოველთვის ცდება“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებით გამოვიდა.
„შეთავაზება გაკეთდა, განსაკუთრებით ცეცხლის შეწყვეტისა და უფრო ფართო დისკუსიების დაწყების შესახებ“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს კანადაში, კანანასკისში, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე.
„თუ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტას მიაღწევს, ეს ძალიან კარგი იქნება და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს და ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა მაკრონმა