გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში დამკვირებლეთა სრუფორმატიანი მისიის შესახებ რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის მიხედვით დამკვირებელთა რაოდენობა 30-დან 300-მდე გაიზრდება.
ერთხმად მიღებული #2043 რეზოლუციით უშიშროების საბჭომ დაადგინა, რომ დამკვირებელთა მისიის მოქმედების ვადად განისაზღვროს 90 დღე. სამხედრო დამკვირებლები იქნებიან შეიარაღების გარეშე.
მისიის მანდატი ითვალისწინებს, რომ დამკვირებლები დაკვირდებიან კოფი ანანის მიერ შეთანხმებული 6 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის მიმდინარეობას, რომელიც პირველ რიგში ცეცხლის შეწყვეტას, ჰუმანიტარული დამხმარების აღმოჩენას და მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.