ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადების ტექსტი გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს, ასევე ევროპულ გუნდებს შორის ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობას.
ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ტრამპთან და ზელენსკისთან ითანამშრომლებენ „მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც შეინარჩუნებს უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპულ უსაფრთხოებას“.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა უფრო ფართო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
„მათ ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინა და მისი ხალხი იმსახურებენ აყვავებულ, დამოუკიდებელ და სუვერენულ მომავალს, თავისუფალ მომავალის რუსული აგრესიის შიშისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აშშ-სა და ევროპელმა ლიდერებმა „აიღეს ვალდებულება, ერთად იმუშაონ, რათა უკრაინას მიაწოდონ სანდო უსაფრთხოების გარანტიები და ზომები ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად, ომის დასრულების შესახებ შეთანხმების კონტექსტში“.
ასეთ ვალდებულებებს შორის, განცხადებაში ჩამოთვლილია შემდეგი:
• უკრაინის მდგრადი და მნიშვნელოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, მისი შეიარაღებული ძალების განვითარებისათვის, რომელიც მშვიდობიან დროს 800 000 სამხედრო მოსამსახურის დონეზე უნდა დარჩეს, რათა შეძლოს კონფლიქტების შეკავება და უკრაინის ტერიტორიის დაცვა.
• შეიქმნას ევროპული ხელმძღვანელობით
„უკრაინის მრავალეროვნული ძალები“, რომელიც ჩამოყალიბდება „მსურველთ კოალიციის“ წევრი ქვეყნების მოხალისეებისგან და შეერთებული შტატების მხარდაჭერით. ისინი წვლილს შეიტანენ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენაში, უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნებაში, მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე ოპერაციების ჩატარების გზით.
• აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილი ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის მექანიზმი საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნას ნებისმიერი მომავალი თავდასხმის შესახებ ადრეული გაფრთხილება, დამნაშავეების იდენტიფიცირება და ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება, ასევე კონფლიქტის მოგვარების მექანიზმი, რათა შემუშავდეს ურთიერთზომები დეესკალაციისათვის, რომელთა მიღებაც შესაძლებელი იქნება ყველა მხარის ინტერესებიდან გამომდინარე.
• სამართლებრივი ვალდებულება, ეროვნული პროცედურების დაცვით, მომავალი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად ზომების მიღების შესახებ. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სამხედრო ძალებს, სადაზვერვო და ლოჯისტიკურ დახმარებას, ეკონომიკურ და დიპლომატიურ ქმედებებს.
• ინვესტირება უკრაინის მომავალ კეთილდღეობაში, მათ შორის აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფა, ურთიერთსასარგებლო სავაჭრო შეთანხმებების მიღწევა და რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის აუცილებლობის დაკმაყოფილება. ამ კონტექსტში, რუსეთის სუვერენული აქტივები ევროკავშირში გაიყინა.
• მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ლიდერებმა პირობა დადეს, რომ სწრაფად იმუშავებენ მომდევნო დღეებსა და კვირებში შემდგომი პროგრესის მისაღწევად, რათა ერთობლივად დადონ და მხარი დაუჭირონ მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას.
მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინის ხალხის მიმართ რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში.
ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ზელენსკის და შეთანხმდნენ, რომ მხარს დაუჭერენ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას უკრაინის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.
მათ დაადასტურეს, რომ საერთაშორისო საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლა შეუძლებელია.
ტერიტორიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები უკრაინის ხალხს ეკუთვნის, მას შემდეგ, რაც ეფექტურად იქნება დანერგილი საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.
ისინი შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთი საკითხი მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე უნდა გადაწყდეს.
„მათ ნათლად განაცხადეს, რომ ნებისმიერი შეთანხმების მსგავსად, არაფერი ითვლება შეთანხმებულად მანამდე, ვიდრე ყველაფერზე შეთანხმება არ მოხდება და რომ ყველა მხარემ ინტენსიურად უნდა იმუშაოს იმ გადაწყვეტის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების ხანგრძლივ შეწყვეტას“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელ აწერენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ფინეთის პრეზიდენტო ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები ურსულა ფონ დერ ლაიენი და ანტონიო კოშტა.