საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ დღეს რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება სრულად აკმაყოფილებს ტერმინოლოგიას ,,ოკუპაცია".
,,გაცხადდა, რომ თითქოს, ტერმინი ,,ოკუპაცია" მისი მართლზომიერების საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ამასთან გაცნობებთ, რომ ოკუპაცია გულისხმობს ასე ვთქვათ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არის განსაზღვრული ჰააგის კონვენციით, ასე ვთქვათ, როდესაც მოწინააღმდეგე ჯარი იმყოფება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე და იგი ამ ტერიტორიას მთლიანად, ან ნაწილობრივ აკონტროლებს. შემდეგ სამართლებრივად განიმარტა მათ შორის, ჟენევის კონვენციით, დღეს რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება სრულად აკმაყოფილებს ამ ტერმინოლოგიას ,,ოკუპაცია" ", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ტერმინ ,,ოკუპაციის" გამოყენების მართლზომიერების საკითხის დაყენებას გეგმავს. მათივე თქმით, ტერმინი ,,ოკუპაცია" სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხს შეურაცხყოფს.