ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც სლოვაკეთის ატლანტიკური კომისიის მიწვევით სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ბრატისლავაში გამართულ „გლობალური უსაფრთხოების" კონფერენციაში.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სახელმწიფო მინისტრიოს აპარატიდან აცნობეს, კონფერენცია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე. გიორგი ბარამიძე, ასევე, მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც ამერიკის თავდაცვის ახალი სტრატეგია განიხილება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, გაიმართება გიორგი ბარამიძის სპეციალური პრეს-კონფერენცია საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის.