თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე რაგბში საქართველოსა და რუსეთის ეროვნულ ნაკრები გუნდების მატჩის პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 დასრულდა.
ქართველი მორაგბეები თამაშის ყველა კომპონენტში ჯაბნიან მეტოქეს.
მე-8 წუთზე კვირიკაშილმა ზუსტი ზუსტი დარყმა შეასრულა. მანვე 25-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი აჩუქა ნაკრებს. ხოლო 24-ე წუთზე კი მამუკა გორგოძემ ლელო დადო.
კიდევ ერთი ლელო 32-ე წუთზე გიორგი ჩხაიძემ დადო. ხოლო 33-ე წუთზემერაბ კვირიკაშვილმა კიდევ 2 ქულა შესძინა ნაკრებს.