რუსეთის როსტოვის ოლქსა და მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.
ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქის ერთ-ერთი დასახლების რკინიგზის სადგურზე.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, რეგიონში რამდენიმ უკრაინული დრონი მოიგერიეს.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მტკიცებით კი, 15-მდე უპილოტო საფრენ აპარატი ჩამოაგდეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო დროებით დახურეს მოსკოვის შერემეტიევოს, ვნუკოვოს, დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.