გერმანია გეგმავს დაახლოებით 5 მილიარდი ევროს გამოყოფას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე, რომლებსაც ის უკრაინის არმიას გადასცემს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Tagesschau-სთან ინტერვიუში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თანათავმჯდომარემ ალისა ვაიდელმა განაცხადა.
მან აღშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნული თანხა უკრაინის დასახმარებას მოხმარდება, მაშინ როცა მთავრობას შეეძლო ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაზე ან გაუქმებაზე დაეხარჯა.
„ფრიდრიხ მერცის მთავრობა უკრაინას გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულიდან 9 მილიარდ დოლარს აძლევს და ახლა უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენა 5 მილიარდ დოლარად სურს. ეს უკვე ყველასთვის გაუგებარია“, - განაცხადა მან.
უკრაინული მედია წერს, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მკვეთრად კრიტიკულ პოზიციას იკავებს უკრაინისთვის დახმარების საკითხთან დაკავშირებით და ხშირად პრორუსულ ნარატივებს უწყობს ხელს. მისი რიტორიკა და ქმედებები ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობისა და გერმანული პარტიების უმეტესობის ზოგად კურსს.