არიზონას შტატის ხელისუფლებამ ამ კვირაში მეორე სიკვდილით დასჯა განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
47 წლის რობერტ ჩარლზ ტოუერმა, რომელიც ძარცვის მიზნით ჩადენილი მკვლელობის გამო 1991 წელს გაასამართლეს, სიკვდილით დასჯის წინ თავის ნათესავებსა და მოკლულის ოჯახს ბოდიში მოუხადა.
თავის ბოლო სიტყვაში, რომელიც მან ლეტალური ინექციის შეყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე წარმოთქვა მან თქვა, რომ მისი ცხოვრება "მხოლოდ შეცდომები იყო", რის შემდეგაც ატირდა.
სიკვდილით დასჯის პროცედურა 9 წუთს გაგრძელდა.